ნორვეგიის სამეფოს საქართველოში საელჩო ექნება. ახლად დანიშნულმა დიპლომატმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
ელჩსა და მინისტრს შორის გაცნობითი შეხვედრაც გაიმართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და დარგობრივი ურთიერთობების გაღრმავების პოტენციალი განიხილეს.