არ დაიჯეროთ ხალხნო ასტროლოგების მიერ მოგონილი „ანგელოზის საათი“- პარაფსიქოლოგი ანა ლენორმანი

TVM NEWS-ის ჟურნალისტმა ჩვენს ასტრო პარაფსიქოლოგ-ანა ლენორმანს ყველაზე აქტუალური და საინტერესო შეკითხვა დაუსვა:

– ქალბატონო ანა, ხალხის თხოვნით მინდა შეგეკითხოთ, რა აზრის ბრძანდებით, ასტროლოგებისგან გამოანგარიშებულ ე. წ. „ანგელოზის საათზე“, მართლაც შეგვიძლია, თუ არა დათქმულ დროში და წუთებში მფარველი ანგელოზის მოხმობა. ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება ამ ანგელოზის საათების დასახელებას, რომ ზუსტად ამ დროს ილოცონ და შესთხოვონ მფარველ ანგელოზს მათი სურვილის ასრულება.

– რა გითხრათ აბა, ჩემთვის ნამდვილად აღმაშფოთებელია ასეთი სიცრუე, რომელიც რუსეთში გამოიგონეს საზოგადოების დაზომბებისთვის, იქიდან კი ჩვენმა ასტროლოგებმა გადმოთარგმნეს, ქართულ დროზე გადმოიყვენეს საათები და წუთები და შემდეგ ამ ყოველივეს ტელევიზიებით გაუკეთეს დიდი პიარი. მე კი ვამბობ, რომ არ არსებობს ხალხნო მსგავსი რამ, კოსმოსში საათები და წუთები არ არსებობს, არის განზომილებები და არა საათები, ამიტომ ნუ დაიჯერებთ ასეთ სისულელეებს, ყოველთვის ილოცეთ და შესთხოვეთ უფალს და თქვენს მფარველ ანგელოზს მფარველობა, ამისთვის არ არსებობს განსაკუთრებული დრო. მე თავად ვმოგზაურობ სხვადასხვა განზომილებებში და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ იქ არანაირი საათი და წუთი არ არის, საერთოდ კი ერთი წელი, იქ რამდენიმე საუკუნეა. აბა დაფიქრდით როგორ შეიძლება აქედან რომელიმე საათზე და წუთზე დაუკავშირდე მფარველ ანგელოზს, მე ამას ვერ ვახერხებ და ჩემისთანა ძალების მქონეებიც და ეს უბრალო ასტროლოგები ნეტავ რომელი მობილურით ეხმიანებიან მფარველ ანგელოზებს ნამდვილად არ ვიცი. არ შეიძლება პიარისთვის ყველაფერი იკადრონ და ხალხი მოატყუონ, ჩემთვის ეს მიუღებელია.