გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
კანცლერი მერკელი მილოცვაში ხაზს უსვამს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და მზადყოფნას გამოთქვამს, მომავალშიც დაუჭიროს მხარი საქართველოს შემდგომი განვითარების პროცესში.
„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებას და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში”,- ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვაში.