მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზით წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნუნლი სააგენტოს ინფორმაციით, 13 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 14 – 16 აგვისტოს მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიის დანარჩენ რეგიონებში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში, 14 – 15 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13 – 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 აგვისტოს +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.