ბაჰამის კუნძულების ავარიული სამსახურების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქარიშხალ „დორიანის“ შემდეგ დაკარგულად 2 500 ადამიანი ითვლება.
BBC-ის ცნობით, ამ სტატისტიკის საფუძველზე უნდა ვივარაუდოთ, რომ დაღუპულთ რიცხვი გაიზრდება. გამოცემა წერს, რომ ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 50 ადამიანი იმსხვერპლა.
ბაჰამელების 17% უსახლკაროდ დარჩა, – წერს CNN. კერძოდ, ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად 70,000-მდე ადამიანმა თითქმის ყველაფერი დაკარგა. დანარჩენები, რომლებიც ქარიშხლის შემდეგ კუნძულსა და საკუთარ სახლებში მაინც რჩებიან, უსაფრთხოდ არ არიან. 1
ქარიშხალი „დორიანი“ ბაჰამის კუნძულებს 2 სექტემბერს დაატყდა თავს. აქამდე ცნობილი იყო, რომ სტიქიის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეული კი დაკარგულად ითვლებოდა.
ქარიშხალი „დორიანი“ ახლა უკვე კანადის ახალი შოტლანდიის პროვინციაში მძვინვარებს
imedinews