TVM NEWS-ის მედია ჯგუფის ჟურნალისტმა, რომელიც სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული 15 აგვისტოს, მთაწმინდის პარკში ინდოეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც მონაწილეობდნენ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ინდოელი სტუდენტები, ყრუ-მუნჯთა ანსამბლი „ლილე“ და უნიჭიერესი ყველაზე პატარა მონაწილე, ინდური ცეკვების ქორეოგრაფი და უბადლო შემსრულებელი 13 წლის – ქრისტინე კაპანაძე. ჩვენ პატარა ქრისტინესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც აქვე გთავაზობთ:
ქრისტინე კაპანაძე:
-5 წლიდან ვუყურებდი ინდურ ფილმებს, ძალიან მომწონდა მათი კულტურა და ტრადიციები, ამიტომაც ჩემით გადავწყვიტე ინდური ცეკვების დადგმა და დღემდე თავადვე სიამოვნებით ვასრულებ. მიღებული მაქვს ამ დარგში სხვადასხვა ჯილდოები, ასევე მაქვს საზღვარგარეთ მიწვევები, მაქვს ჩემი ცეკვის სტუდია „განგა“, სადაც ვამეცადინებ ინდური ცეკვების მოყვარულ ბავშვებს და მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლეები მყავს. დღეს არის ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე და ორგანიზატორებმა სპეციალურად მომიწვიეს, რათა შევასრულო კლასიკური ინდური და ბოლივუდური ცეკვები, პროგრამით გათვალისწინებული იყო 3 ცეკვა, თუმცა იმდენად დიდი ინტერესი ჰქონდა ხალხს ჩემი ცეკვის ნახვის, რომ მათი თხოვნით როგორც თავად ნახეთ 10 ცეკვა შევასრულე, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა. მაქვს რათქმაუნდა სხვა ღონისძიებებზე მიწვევები, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, ერთი ასეთი არის 27 სექტემბერს ბიზნეს ლედი 2018-ის ღონისძიება, სადაც შევასრულებ, როგორც ინდურს ასევე ევროპულ ცეკვას და როგორც ორგანიზატორებისგან შევიტყვე დამაჯილდოვებენ ყველაზე პატარა მონაწილე – ბიზნეს ლედის ტიტულით. ასევე ნოებერ-დეკემბრის თვეში მივემგზავრები ინდოეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე.
ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს ქრისტინე კაპანაძეს, იმედი გვაქვს, რომ პატარა მოცეკვავე უფრო მეტად გაუთქვამს ჩვენს სამშობლოს სახელს და დაგვიბრუნდება უამრავი ჯილდოებით.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი