„როდესაც “ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, პირდაპირ ჰქონდათ დასახული გეგმა, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მე ვიყავი პირველ არხზე ის ჟურნალისტი, რომელიც დაიბარეს თათბირზე, მობრძანდნენ ბოკერია, ლევან რამიშვილი, სხვა რამიშვილები… და პირდაპირ ჟურნალისტებს გვავალებდნენ მოგვემზადებინა გადაცემები ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. იქ მე ვიყავი, თამარ ფხაკაძე იყო, კიდევ სხვა ჟურნალისტები, წამყვანი რედაქციაების, მთავარი წამყვანი ხელმძღვანელები ვიყავით. ჩვენ არ შევასრულეთ ეს დავალება, გავასაჯაროვეთ და არ მოხდა ამ გეგმის რეალიზაცია.
მაგრამ ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესს სწორედ 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ჩაეყარა და დღეს ეს „ციანიდის საქმეც“ ამის კომპონენტია. რა მნიშვნელობა აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ხელისუფლებაში არის თუ არ არის, როდესაც ბოროტების მარცვალს აგდებ, ის რომ გაღვივდეს დრო სჭირდება და ამათმა იმდენი ბოროტების მარცვალი ჩააგდეს, არა მხოლოდ აქ, სხვა სფეროებშიც, განათლების სისტემაში, მედიაში, ყველა სეგმენტში, რომ დღეს ამ ბოროტების ნაყოფს ვიმკით ჩვენ საუბედუროდ. „ციანიდის საქმეც“ არის იმ ყველაფრის შედეგიც“
https://newpost.com.ge