ასტრონომები ამტკიცებენ, რომ დედამიწიდან 111 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტა K2-18b-ზე წყალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპეციალისტების მოსაზრებით, პლანეტის დაახლოებით 50% შესაძლოა წყლით იყოს დაფარული. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ იქ სიცოცხლე არსებობს. პლანეტას მეცნიერებმა „სუპერ დედამიწა“ უწოდეს და მომავალი 10 წლის განმავლობაში კოსმოსური ტელესკოპების საშუალებით მის შესწავლას შეეცდებიან.
K2-18b რომელიც დედამიწიდან 111 სინათლის წლით არის დაშორებული, ჩვენი პლანეტიდან იმდენად შორს მდებარეობს, რომ რთულია იქ ზონდის გაგზავნა. ერთადერთი გამოსავალია, რომ მსოფლიო დაელოდოს ტელესკოპების შემდგომ განვითარებას, რომელიც სავარაუდოდ 2020-იან წლებში მოხდება და შემდეგ კოსმოსში ეძებოს გაზები, რომელიც მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმების შედეგად გამოიყოფა.