ქართულმა კომპანიამ „რკო“ საკუთარი პროდუქცია საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა. ფრანგული კომპანია, ქართული პროდუქციით საერთაშორისო გამოფენაზე „Playtime Paris” დაინტერესდა. ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
გამოფენა 2019 წლის 26-29 იანვარს, ქ. პარიზში გაიმართა, სადაც სააგენტოს მხარდაჭერით, ორი ქართული კომპანია „რკო“ და „სპილოუ“იყო წარმოდგენილი.
„აწარმოე საქართველოში“-ს ცნობით, კომპანიის „რკო“ ტანსაცმელი მალე დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში გაიგზავნება. პროდუქცია განთვასდება ბუტიკური ტიპის მაღაზიებში, კერძოდ ლონდონში გაიყიდება მაღაზია „Golden Blossom“-ში, იტალიაში კი, გაიყიდება ერთ-ერთ კონცეპტუალურ მაღაზიაში.