მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

შსს-ში ადასტურებენ, რომ დოლიძის ქუჩაზე კაცის ცხედარია აღმოჩენილი.

გავრცელებული ინფორმაციით ბეჟაშვილი გარდაცვლილი ლიფტში იპოვეს.

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპული მსახიობის ოჯახს.