რას ამბობს ხაზარაძე ივანიშვილზე.

„გიორგი კვირიკაშვილის გადაყენების შემდეგ ივანიშვილთან ჩვენი კონტაქტი გაწყდა. როგორი პრემიერი იყო კვირიკაშვილი, კარგი თუ ცუდი, ეს ყველამ ცალ-ცალკე შეაფასოს, მაგრამ ის არის წესიერი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი, კარგი მეოჯახე, კარგი მამა და ივანიშვილზე ცუდი არასდროს უთქვამს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბიძინას ივანიშვილის ღვაწლს ძალიან ვაფასებ, მას ბევრი რამე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, მაგრამ ის სისტემა, რომელიც მან ქველმოქმედების გარეთ შექმნა, არის მიუღებელი. ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მისი ძლიერი მხარე არის მენეჯმენტი. მე მინდა ვთქვა, რომ მენეჯმენტი მისი ყველაზე სუსტი მხარეა, მას მართვის სტილი საერთოდ არ აქვს“, – განაცხადა ხაზარაძემ.