რამდენიმე თვის წინ ზარ-ზეიმით განახლებული „დაიცავი საქართველო“ აღარსად ჩანს. რატომ? – ამის გარკვევას „ჰოთნიუსი“ „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ ვატო შაქარიშვილთან შეეცადა, რომელმაც „ქართული ოცნება“ დემოსნტრაციულად დატოვა. შაქარაშვილი „ჰოთნიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ ამ მოძრაობის ფარგლებში მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიის შექმნაზე, რომელიც, სავარაუადოდ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
„ეს მოძრაობა არ არის კლასისკური გაგებით ორგანიზაცია, რომელსაც ოფისები, სტრუქტურა და მენეჯმეტი სჭირდება… ჩვენი იდეა აპრილში გავაჟღერეთ და მიმდინარე მოვლენებმაც დაადასტურა, რომ სწორი გზავნილი გვქონდა საზოგადოებისთვის – ორი ძალის დაპირიპირება გახდა უშინაარსო და უფრო დაემსგავსნენ ერთმანეთს და ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადასული დაპირისპირებაა მხოლოდ. ვთქვით, რომ ერთი ძალა ისე უნდა ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის ერთპიროვნიულ მართვას, რომ მეორე არ დავაბრუნოთ, ეს იყო მკაფიო გზავნილი და ჩვენ დავსვით კრიტიკული საკითხები დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, როგორიც იყო მოსამართლეების შერჩევის პროცესი, მმართველობაში არსებული პრობლმეები. ამასთან, მკაფიოდ დავადასტურეთ ჩვენი მიუღებლობა წინა ხელისუფლების მიმართ, რომელიც კვლავ ცდილობს, რევანშის ფორმით, ჩვენი ქვეყნის სათავეში დაბრუნებას. ეს ამოცანა დავსახეთ და ამ იდეის გამზიარებლები ამას საჯაროდ ვაფიქსირებთ.
მოგეხსენებათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „გაყიდა“ პროპორციული არჩევნები, ეს იყო მოცემულობიდან, საზოგადოებრივი წნეხიდან გამომდინარე და არა – „ქართული ოცნების“ კეთილი ნება, თუმცა ეს რეალობად იქცა და პროპორციული არჩევნები არის შანსი ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური სპქტრისთვის შანსი, მათთვის, ვისაც სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს. აქ არაა საუბარი, რომ აბსოლუტურად ახალ ადამიანებზე, პირიქით, დევიზად გვაქვს „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა“, რა თქმა უნდა, წარსულს გამოცდილებით, ადამიანებით, ახალი ხედვებით არის შანსი, რომ შეიქმნას ერთობა, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს დადებს.
ასეთ ხალხთან მიმდინარეობს კონსულტაციები და კიდევ ერთი კრიტერიუმით, ეს იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თუ აწ უკვე გადასხვაფერებული ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დანაშაულში მონაწილეობა მიღებული, რომლებიც არ არიან ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებბეში მონაწილენი და ა.შ.
პროცესი დაჩქარებულია, ერთი წელი დარჩა არჩევნებამდე, თუმცა ეს არ იქნება ერთობა მხოლოდ არჩევნებისთვის, იქნება ადამიანების ერთობა, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელთან დაკავშირებით ერთნაირი ხედვა აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ ჩვენ პარტიის სტრუქტურაზე ვმუშაობთ. ჯერ შევიკრიბებით და შემდეგ, თუ არჩევნებში მონაწილეობაზე დადგება საკითხი, პოლიტიკური პარტიისა და სტრუქტირის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ, მაგრამ დღეს არანაიირ ფორმა და პროდუქტი აქედან არ გამოსულა. სწორი გზავნილი ვთქვით მესამე ძალის აუცილებლობის თაობაზე და იმ რთული მიზნის შესახებ, რომელიც გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დამესგავსა, ჩამოვაშოროთ დემოკრატიულობას ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიყვანოთ,“ – ამბობს შაქარაშვილი.
ჰოტნიუსი