„ტაბულას“ დიერქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, „ჰოთნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალ ტელევიზიას ქმნის. კერძოდ, როგორც წყარო გვეუბნება, ლაპარაკია იმაზე, რომ ჩერგოლეიშვილმა კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოს გავლენიან BBC-სთან და ახალი ტელევიზიის ეთერში, უმეტესად, სწორედ BBC-ის ფორმატის გადაცემები გავა. რაც შეეხება არხს, სადაც ახალი ტელევიზია იმაუწყებლებს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალი ტელევიზია ტვ „ტაბულას“ სიხშირეზე გავა. აქვე, შეგახსენებთ, რომ „ტაბულამ“ მაუწყებლობა ორი წლის წინ შეწყვიტა, თუმცა სიხშირე ისევ მისი საკუთრებაა.
„ჰოთნიუსი“ აღნიშნულ თემაზე ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. სხვათა შორის, გასულ სატელევიზიო სეზონზე ჩერგოლეიშვილი ტვ „პირველის“ წამყვანი იყო – მას გადაცემა ვახო სანაიასთან ერთად მიჰყავდა.
აქვე, საინტერესოა, რომ ბოლო დროს რამდენიმე ახალი ტელევიზია შეიქმნა: უკვე მაუწყებლობს ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“. არსებული ინფორმაციით, პირველი ოქტომბრიდან გავა ეთერში დავით კეზერაშვილი ტვ „ფორმულა“, რომელზეც „რუსთავი 2“-ის არაერთი ყოფილი სახე გამოჩნდება.
ჰოთნიუსი