მზია თოდუა ევროპელ კოლეგებს პარიზში შეხვდება

12-13 სექტემბერს, პარიზში,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი,  უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის  შეხვედრაში, რომელიც პარიზის საკასაციო სასამართლოში გაიმართება.

მოსამართლე მზია თოდუასთან ერთად ამავე ღონისძიებაში მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, საქართველოს წამომადგენელი ევროპისსაბჭოსმართლმსაჯულებისეფექტიანობისკომისიაში (CEPEJ) მოსამართლე ნინო ბაქაქური. მაღალი დონის შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საკასაციო სასამართლოს პირველი პრეზიდენტი, საკასაციო სასამართლოს მთავარი პროკურორი, საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტი, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი და საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი.

უმაღლესი დონის შეხვედრაზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა: სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებები სასამართლოში, ეროვნულ სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ურთიერთობა, გამოხატვის თავისუფლება პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა მაღალი დონის შეხვედრა მუშაობას 13 სექტემბერს დაასრულებს.