რესტორანი „უკრაინოჩკა“ – 21 სექტემბერს ჯილდოვდება Business Persona 2019-ის ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის გრანდიოზული პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2019-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მსოფლიო კვირეულის ფარგლებში და აქედან გამომდინარე მინიჭებული აქვს საერთაშორისო სტატუსი, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

ფინალი გაიმართება ქ. ბათუმში 21 სექტემბერს-ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში. ყოველდღიურად ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები და პროფესიები).

 

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბათუმის სტუმარ-მასპინძელი“ ჯილდოვდება:  რესტორანი „უკრაინოჩკა“ და მისი დირექტორი: ტატიანა სტანისლავსკაია, ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს მას ამ წარმატებას, ყველა ვინც იცნობთ ქალბატონ ტატიანას დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და ძალიან უყვარს ჩვენი ქვეყანა, არის ძალიან სტუმართმოყვარე მასპინძელი, რომელიც ჩვენ, ქართველებს გვაგემოვნებინებს უგემრიელესს უკრაინულ სამზარეულოს და კეთილსინდისიერად ზრუნავს საკუთარი მომხმარებლების ინტერესისა და გემოვნების დაკმაყოფილებაზე, ბათუმელებს გაუმართლათ, რომ ზღვისპირა ქალაქს აქვს ასეთი მრავალფეროვანი და პრესტიჟული რესტორანი ულამაზესი ხედით, ამიტომ ეს ობიექტი ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს!

ეწვიეთ რესტორან „უკრაინოჩკა“ს ბათუმში!

რესტორანი „უკრაინოჩკა“ – მყუდრო, სტუმართმოყვარე ადგილი, სადაც იკრიბებიან მეგობრები, ნათესავები, შეყვარებულები, რათა მშვენივრად გაატარონ დრო, აღნიშნონ მნიშნელოვანი თარიღი.
რესტორნის ფანჯრებიდან იშლება შესანიშნავი ხედები ქალაქზე და ზღვაზე.
რესტორნის მენიუ საკმაოდ უნივერსალურია და შედგება უკრაინული, ევროპული და ქართული კერძებისგან. მაგიდები სერვირებულია საუკეთესო ქართული ტრადიციებში.
„უკრაინოჩკა“-ში მუშაობს მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ თქვენ სასიამოვნო შინაური გარემოში გაატაროთ დაუვიწყარი დრო. ჩვენ მოგემსახურებით სამუშაო საათები : 09:00 – ბოლო სტუმრის წასვლამდე.

  • შესანიშნავი ხედები ქალაქზე და ზღვაზე
  • უკრაინული, ევროპული და ქართული სამზარეულო
  • ცოცხალი მუსიკა

დაგვიკავშირდით: ტელეფონი : +995 593 330234; მის: შ. ხიმშიაშვილის ქუჩა (არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორია)