„ქვეყანა სადაც ხალხს ფსიქოლოგიურად ატერორებენ“-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე: (საკუთარ ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს)

საქართველო, ვაი საქართველო.

ქვეყანა სადაც შვილებს გვიხოცავენ და მკვლელები რესტორნიდან რესტორანში გადადიან.

ქვეყანა სადაც მკვლელები ჩინოვნიკები და მათი შვილები არიან.

ქვეყანა სადაც შვილმოკლულ მშობლებს ნუგეშის მაგიერ ტერორისტობაში ბრალს დებენ.

ქვეყანა სადაც დამნაშავის დაკავების ყველა ბერკეტი აქვთ და ხელს აფარებენ.

ქვეყანა სადაც ხალხს ფსიქოლოგიურად ატერორებენ.

ქვეყანა სადაც შერჩევითი სამართალია.

ქვეყანა სადაც სისტემა მეფობს და ჩვენ უბრალო ადამიანები ვიჩაგრებით.

ქვეყანა სადაც სადისტურად მოკლული შვილების საფლავის მაგიერ პროკურატურაში სუსში და შსსში გვიწევს სიარული,რომ ჩვენი მოკლული შვილების სიწმინდე დავიცვათ.

ქვეყანა სადაც შვილებს გვიკლავენ და შემდეგ ცილს სწამებენ მკვდრებს,რომ აუცილებლად უნდა გამოეყენებინათ დანა.

ქვეყანა სადაც ხალხი არაფრად არ უღირთ.

ჩვენ ჩვენ შვილებს ვეღარ გავაცოცხლებთ,მაგრამ მათ სადარაჯოზე და ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე მანამ ვიდგებით სანამ პირში სული გვიდგას.

საქართველოოოოო,ვაი საქართველოოოოო.

შენ გეუბნები საქართველოს ტანჯულო შვილო!!!!!
ავდგეთ და ერთად ვებრძოლოთ უსამართლობას და დავასრულოთ შერჩევითი სამართალი.

10 სექტემბერი ჩავწეროთ საქართველოს ისტორიაში და გავათავისუფლოთ ქვეყანა ბოროტებისგან.

დღეს ჩვენ ვართ არა მარტო შვილმოკლული მშობლები არამედ სისტემის მსხვერპლები.ხვალ არ უნდა იყო შენ.

საქართველოს შვილებო, ემიგრანტებო,ელიტის წევრებო,ექიმებო,სტუდენტებო,ჟურნალისტებო,ინჟინრებო,მოსწავლე მასწავლებლებო,პოლიციელებო,ეკლესიის მსახურებო.
დროა გამოვფხიზლდეთ!!!
ერთად დავდგეთ ხელჩაკიდებული და გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი.

რად გვინდა სკოლები და უნივერსიტეტები თუ მომავალი არ ექნა ქვეყანას.

რად გვინდა ტაძარი თუ გულით მლოცველი მრევლი არ ეყოლა მას.

მაპატიეთ მაგრამ მე არ მინდა ჩემი შვილი ასეთ ქვეყანაში იზრდებოდეს,სადაც სამართალი არ არსებობს.

შენ გინდა?????

10 სექტემბერს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა მარტო ჩვენი დახოცილი შვილების გამო,არამედ ჩვენი ცოცხალი შვილების გამო,რათა მათ ნათელ და სამართლინ ქვეყანაში იცხოვრონ.