ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან
Posted by: ნათია ფეიქრიშვილი
13/09/2019
463 Views
„ჩვენი ძირითადი პრინციპები იქნება საქმის დროული, ეფექტიანი კეთება, კეთილსინდისიერება და რაც მთავარია, დისციპლინა. ასევე ჩვენი პრინციპი უნდა იყოს და იქნება ღიაობა და ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია უნდა ავაწყოთ ჩვენს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესთან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში, ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე და ღვაწლმოსილ მოხუცებზე. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არა მხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს ინფორმაცია მედიას, რომელსაც წარმოადგენენ მთავრობის სხდომაზე, არამედ საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს”,- მიმართა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
2019-09-13