საქმიანი და წარმატებული: ილონა ღოღაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა
-გაეცანით ილონა საზოგადოებას, რას საქმიანობთ?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ ილონა ღოღაძე, იურისტი და ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. მაქსიმალურად ვიცავ ჩემი კლიენტების ინტერესებს რათქმაუნდა კანონიერების ფარგლებში. ჩემთვის ადვოკატობა ეს არის ნებისყოფისა და ობიექტურობის შენარჩუნება დამკვეთებთან, ყველანაირად ვცდილობ კლიენტის უფლებებისა და ინტერესების საკუთარ და სხვათა ინტერესებზე წინ დავაყენო, აი ამიტომ მრავალი რთული პროცესი მაქვს მოგებული. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და უახლოეს მომავალში ვგეგმავ საკუთარი საადვოკატო ბიუროს გახსნას. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ, მანდილოსნებს აუცილებლად გვესაჭიროება პროფესიონალური დონის იურიდიული მხარდაჭერა.
-ჩვენთვის, როგორც ცნობილია გყავთ ნიჭიერი შვილები, დიდი ოჯახი, მათი აღზრდა ალბათ დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..
-საერთოდ ბავშვების აღზრდა მშობლის უპირველესი მოვალეობაა, მათი ნიჭიც რათქმაუნდა მშობლების მხრიდან მხარდაჭრაა. მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვი მეტ-ნაკლებად ნიჭიერია. მყავს ორი შვილი, ქრისტინე კაპანაძე და ილია კაპანაძე. ქრისტინე გახლავთ მოცეკვავე, ქორეოგრაფი ინდურ კლასიკურ და ბოლივუდურ ცეკვაში. მისი ნიჭიერება პატარობიდანვე შევამჩნიე და მაქსიმალურად შევუწყე ხელი, რათა თავისი შემოქმედება ფართო საზოგადოებას გაეცნო. ამიტომაც მივაღებინე მონაწილეობა ტელეკომპანია იმედის მიერ ჩატარებულ პროექტში “შენ შეგიძლია ცეკვა” და პროექტ ნიჭიერში, სადაც განსაკუთრებული ტიტული ნახევარ ფინალისტი გახდა. ასევე მრავალ საერთასორისო ღონისძიებებზე და ფესტივალებზე აქვს მიღებული მონაწილეობა და შესაბამისი პრესტიჟული ჯილდოები მიღებული. ხოლო რაც შეეხება ილიას აქვს სიმღერის ნიჭი კერძოდ რეპის/აქაც თვითნასწავლი ნიჭიერება იკვეთება / სულ მალე ილიაც მიიღებს მონაწილეოას პროქტებში, სადაც იმედია მოაწონებს თავს საზოგადოებას და თავის დას არ ჩამორჩება პოპულარულობაში. ოჯახი და სამსახური რთული თემაა, თუმცა მერწმუნეთ იქ სადაც ერთგულება პატივისცემა და დიდი ოჯახის შემადგენლობაში უდიდესი სიყვარულია სწორედაც, რომ ჩემი ოჯახის დახმარებით მე მაქსიმალურად ვდგევარ ჩემი შვილების გვერდით და მაქსიმალურად ვცდილობ არ მოვდუნდე და ჩემი შვლების განვითარებაში, წინსვლაში და დახამარებაში მათ გვერდით ვიყო ეს ჩემი, როგორც მზრუნველი დედის მოვალეობაა.
-ქალბატონო ილონა, ჩვენ თქვენი ნებართვით თქვენს 13 წლის გოგონას ვანიჭებთ ყველაზე პატარა ბიზნეს ლედის ტიტულს და აგრეთვე საზოგადოებას ვთავაზობთ პროექტ: ნიჭიერის ნახევარფინალისტის ინტერვიუს:
ქრისტინე კაპანაძე:
-5 წლიდან ვუყურებდი ინდურ ფილმებს, ძალიან მომწონდა მათი კულტურა და ტრადიციები, ამიტომაც ჩემით გადავწყვიტე ინდური ცეკვების დადგმა და დღემდე თავადვე სიამოვნებით ვასრულებ. მიღებული მაქვს ამ დარგში სხვადასხვა ჯილდოები, ასევე მაქვს საზღვარგარეთ მიწვევები, მაქვს ჩემი ცეკვის სტუდია „განგა“, სადაც ვამეცადინებ ინდური ცეკვების მოყვარულ ბავშვებს და მინდა მოგახსენოთ, რომ საკმაოდ ნიჭიერი მოსწავლეები მყავს. დღეს არის ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე და ორგანიზატორებმა სპეციალურად მომიწვიეს, რათა შევასრულო კლასიკური ინდური და ბოლივუდური ცეკვები, პროგრამით გათვალისწინებული იყო 3 ცეკვა, თუმცა იმდენად დიდი ინტერესი ჰქონდა ხალხს ჩემი ცეკვის ნახვის, რომ მათი თხოვნით როგორც თავად ნახეთ 10 ცეკვა შევასრულე, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა. მაქვს რათქმაუნდა სხვა ღონისძიებებზე მიწვევები, საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ, ერთი ასეთი არის 27 სექტემბერს ბიზნეს ლედი 2018-ის ღონისძიება, სადაც შევასრულებ, როგორც ინდურს ასევე ევროპულ ცეკვას და როგორც ორგანიზატორებისგან შევიტყვე დამაჯილდოვებენ ყველაზე პატარა მონაწილე – ბიზნეს ლედის ტიტულით. ასევე ნოებერ-დეკემბრის თვეში მივემგზავრები ინდოეთში ერთ-ერთ პრესტიჟულ ფესტივალზე.
ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს ქრისტინე კაპანაძეს, იმედი გვაქვს, რომ პატარა მოცეკვავე უფრო მეტად გაუთქვამს ჩვენს სამშობლოს სახელს და დაგვიბრუნდება უამრავი ჯილდოებით.
-რატომ აირჩიეთ იურისტის პროფესია და რას ნიშნავს თქვენთვის თქვენი სამსახური?..
-იურისტის პროფესია პატარობიდანვე ჩემი ოცნება იყო. მიყვარდა დეტექტივების კითხვა და ბავშვობიდანვე ვიცავდი სხვის ინტერესებს, თანავუგრძნობდი უსამართლოდ დაჩაგრულ ადამიანებს. 19 წლის ასაკიდან დავიწყე ჩემი პროფესიით მუშაობა და 14 წელია წარმატებით ვმოღვაწეობ სამართლის სფეროში. ამიტომ ამის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
-ნამდვილად გმირი დედა ბრძანდებით ილონა, უფალმა გაგიზარდოთ სასახელო შვილები, მეამაყება, რომ ჩვენს პროექტში თქვენნაირი ქალბატონი მონაწილეობს, ამიტომ შეგეკითხებით მაინც რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-ბიზნეს ლედის პროექტი ჩემთვის თავისი მთელი შინაარსითა და დატვირთვით ძალიან საინტერესოა, პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ეს პროექტი საზოგადოებაში გაზრდის ქალის როლის დამკვდრებას, როგორც დამოუკიდებელი, ძლიერი და თვითდაჯერებული საქმიანი და წარმატებული, ყველასათვის ანგარიშგასაწევ პიროვნებად. “ქალი არის სამოქალოქო პირი და არამარტო ოჯახის ბურჯი”, ბიზნეს ლედის პროექტი და ასევე ქალების კლუბი გაზრდის იმ გენდერული თანასწორობის დამკვირდებას, რადგან ქალი ოდიდგანვე აღიქმებოდა სუსტ სქესად, ამიტომ ადვილი იყო მისი დაცაგვრა.მიმაჩნია რომ სწორედ ეს პროექტი წარმოაჩენს ქალის ძლიერ მხარეებს, რომ ქალს აქვს რაღაც განსაკუთრებული უნარი, მას შეუძლია თავისებურად მიუდგეს პრობლემას, ქალური სინაზითა და სიმტკიცით, აქტიურად ეძებოს გადაჭრის გზები, პრობლემა აღმოფხვრას და გამჭრიახი გონებით სასურველ შედეგამდე მიიყვანოს ესა თუ ის საქმე.
-როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?.. გსმენიათ ამ რესტორნის შესახებ?..
-ძალიან მოხარული ვარ, რათქმაუნდა მსმენია მხოლოდ კარგი ამ რესტორანზე და მის კორპორაციულ საღამოებზე, რომლებიც ვიცი, რომ ყოველთვის მაღალდონეზე ტარდება, ამიტომაც ვუსურვებ რესტორან ლაზიკას უდიდედეს წარმატებებს და იმ გეგმების განხორციელებას, რაც მიზნად აქვს დასახული, ასევე ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტის მხარდაჭერა რესტორანსაც მოუტანს მომავალში დიდ სიკეთეს.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ახალბედა, დამწყებ ქალბატონებს ვურჩევ, რომ მიზნისთვის გაიარონ ეკლიანი გზა, რათა შედეგს მიაღწიონ ვარდი უეკლოდ არავის მოუკრეფია და თუ გაივლი მაშინ იცი ფასი, რომ შენ ხარ ძლიერი ქალი, რომელიც ყველა დაბრკოლების მიუხედავად მიზნისკენ ჯიუტად მიილტვის, მიზანი ამართლებს საშუალბას, როცა ხარ წარმატებული და ძლიერი სწორედ მაშინ გხვდება ყველა მხრიდან ფარული დაბრკოლებები სწორედ, რომ თუ გაუძლებ და გადალახავ ამ დაბრკოლებებს მაშინ შეიგრძნობ, რომ შენ ამ ცხოვრებაში შენი მისია შესრულე! ამიტომ ჩემო მეგობრებო მე ვარ ქალი, რომელმაც გაირა უდიდედსი ეკლიანი გზა და კიდევ უწევს ბრძოლა და თუ არ გაიარე ეს ეკლიანი გზა ვერ გაიგებ წარმატების ფასს და გემოს. ბოლოს დავამატებ იმას, რომ გიყვარდეთ თქვენი საქმე იყავით ერთგული და უფალი ყოველთვის დაგეხმარებათ, რადგან თქვენი წარმატება თქვენს ხელშია.
შეგახსენებთ, რომ ილონა ღოღაძე გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ილონას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ილონა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.