პრობლემები დაბადების მოწმობის აღებასთან დაკავშირებით…

დღეს, 14 საათზე, იუსტიციის სახლთან დაგეგმილია ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების მშობელთა აქცია, რომლებსაც უკანასკნელი თვეებია პრობლემები აქვთ  საკუთარი შვილების დაბადების მოწმობის აღებასთან დაკავშირებით.
საქმე იმაშია, რომ „იუსტიციის სახლში“ ბავშვის დაბადების მოწმობის ასაღებად მისულ მშობლებიდან, რომლებსაც ბავშვები  ხელოვნური განაყოფირების და სუროგატის დახმარებით გაუჩნდათ,  ზოგს უარი უთხრეს, ზოგს კი გადაუვადეს გაურკვეველი დროით.
წინასწარი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში დაიწყო დაბადების მოწმობების გაცემა, თუმცა, როგორც „მეტრონომს“ აუხსნეს, აღნიშნული საბუთი, მხოლოდ მმართველ პარტიასთან დაახლოებული კლინიკების პაციენტებზე გასცეს. ამასთან დაკავშირებით, მშობლები დღეს იუსტიციის სახლთან იკრიბებიან.

მეტრონომი

კომენტარები ფეისბუქიდან