ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღსაკვეთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძალადეზე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვას გეგმავს.
კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა. ცვლილებით, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის არსებობისას, შემაკავებელი ორდერის გაცემის დროს, მოძალადეზე არაუმეტეს 1 თვით ელექტრონული ზედამხედველობა დაწესდება.
გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ 7 თვეში პოლიციამ 6,190 შემაკავებელი ორდერი გასცა.