ვოლსკის შეფასებით, ოპოზიცია არის წინასაარჩევნო რეჟიმში ჩართული და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გაცილებით უფრო მძიმე, რადიკალურ და დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებენ.
“თურმე, მომავალი მთავრობა არ უნდა დაკომპლექტდეს “ქართულ ოცნებასთან კოალიციაში”. ჯერ ერთი, “ქართული ოცნება” თვითონ გადაწყვეტს, კოალიციაში ვისთან იყოს და ვისთან -არა, მაგრამ რაც მთავარია, ემუქრებიან ქვეყნის სტაბილურობას, ანუ არ შედგეს კოალიცია და მთავრობის გარეშე ქვეყნის ყოფნა, რასაკვირველია ქვეყნის სტაბილურობისთვის იქნება მძიმე შედეგების მომტანი და იქნება რიგგარეშე არჩევნებიო. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მეტ მოტივაციას მისცემს საზოგადოებას, ჩვენც, რომ არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმები ავიღოთ, რათა ქვეყანა არ დავაყენოთ იმ დესტრუქციის წინაშე, რითაც უკვე დღეს გვემუქრებიან ჩვენი ოპონენტები. შევეგუოთ იმას, რომ დღეიდან მოყოლებული, კიდევ უფრო მეტი, მწვავე და დესტრუქციული შინაარსით გამორჩეული განცხადებები ექნებათ ჩვენს ოპონენტებს”-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.