ძმებმა ნიკურაძეებმა დიდ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტეს!

TVM NEWS-ის მედია ჯგუფი დაუკავშირდა ავეჯის მწარმოებელი კომპანია: „ძმები ნიკურაძეები“ს დირექტორ: თემო ნიკურაძეს და საზოგადოების მაღალი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მცირე განმარტების გაკეთება სთხოვა ამ ცოტა ხნის წინ სოც-ქსელში გაჟღერებულ მის საკმაოდ ხმამაღალ განცხადებაზე, კერძოდ თემომ დაწერა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე, რომ თუ ამ ქვეყანაში ხალხის სასიკეთოდ რამე არ შეიცვლება, მაშინ ძმები ნიკურაძეები, ან პოლიტიკაში წავლენ, ან საერთოდ დატოვებენ საქართველოს. ჩვენი მოლოდინი გამართლდა კიდეც, რადგან თემომ მთელი გულისტკივილით აღნიშნა, ის ფაქტი, რომ დღეს განსაკუთრებულად უჭირს ჩვენს მოსახლეობას და ისინი ფაქტიურად შიმშილის ზღვარზე არიან: „ან მივდივართ პოლიტიკაში ან ქვეყნიდან!!!
არ ვაპირებთ ამის ატანას ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი სახსრებით ყველას გვერდით ვუდგევართ მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია დავიღალეთ ყოველი დღე იმის ყურებით თუ როგორ უჭირთ ხალხს“.

ჩვენი მედია სააგენტოც უერთდება მათ ამ სატკივარში, მართლაც ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანი გვყავს ქვეყანაში, უბრალოდ დახმარების სურვილი დიდი აქვთ ძმებს, თუმცა შეუძლებელია ყველას დახმარება, რადგან ამას კოლოსალური თანხები და მეცენატობა ჭირდება. როგორც საუბრიდან ჩანს ძმები ნიკურაძეები სერიოზულად არიან განწყობილები, იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიტიკაში წასასვლელად და არა ქვეყნის დასატოვებლად. თუ ჩვენი მოლოდინი გამართლდა შეიძლება ახლო მომავალში ხალხის სადარაჯოზე მყოფი გულანთებული ბიჭები დიდ პოლიტიკაშიც ვიხილოთ! შეგიძლიათ ყველამ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ჩვენი მედია კი პირველი იქნება, ვინც მათ პოლიტიკაში წასვლას მიესალმება! პოლიტიკური სლოგანი კი ასეთი იქნება: „მხარი დაუჭირეთ ძმებ ნიკურაძეებს და აღკვეთეთ უსამართლო სამართალი ქვეყანაში.“

https://www.facebook.com/100031522421937/videos/155631578830922/

აი ის პოსტი, რომელიც სოც-ქსელში გავრცელდა და ვიდეოც, რომელმაც ძმების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.