Arrival Guides-ი ტურისტებს „თბილისობაზე“ დასწრებას ურჩევს

კვების ფესტივალებს, რომლებიც შემოდგომით მსოფლიოს მასშტაბით ტარდება, Arrival Guides-ი ეხმაურება და მკითხველს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებსაც აცნობს. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის პირველი კვირა, რა დროსაც „თბილისობა“ აღინიშნება, ტურისტებისთვის საინტერესო პერიოდია.

„ამ დროს კონცერტები ღია ცის ქვეშ, ხალხური ცეკვები და შთამბეჭდავი კულინარიული შეთავაზებები დაგხვდებათ“, – ნათქვამია მასალაში.

Arrival Guides-ი ქართულ სამზარეულოსაც მიმოიხილავს და სტუმრებს ხინკლის, მწვადისა და ქართული ღვინის დაგემოვნებას ურჩევს.

„თბილისობა“ შემოდგომის კვების ფესტივალებიდან საუკეთესო არჩევანი გახდება თქვენთვის“, – ნათქვამია სტატიაში.

imedinews

კომენტარები ფეისბუქიდან