31 დღის განმავლობაში, ფეხით გამოიარეს 1450 კილომეტრი და შემოვიდნენ საქართველოში

2019 წლის 11 აგვისტოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის ფერეიდნის
რეგიონიდან, თავისი ისტორიული სამშობლოსკენ – საქართველოსკენ ფეხით
გამოემართა სამი ქართველი:
შაჰრამ ონიკაძე (Shahram Onikadze);
ომიდ (ამირან) გუგუნაშვილი (Omid Gogonani);
ისმაილ რაჰიმი (დავითაშვილი) (Esmail Rahimi).
მათ, 31 დღის განმავლობაში, ფეხით გამოიარეს 1450 კილომეტრი და 10
სექტემბერს, წითელი ხიდის გავლით, შემოვიდნენ საქართველოში.
ეს ადამიანები ირანის მოქალაქეები არიან; მათგან მხოლოდ შაჰრამს აქვს
საქართველოს მოქალაქეობაც. ომიდსა და ისმაილსაც აქვთ საქართველოს
მოქალაქეობის მიღების სურვილი.
ეს არის უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, 400 წლის წინ ირანში
იძულებით გადასახლებული ქართველების სამი შთამომავალის წინაპრების ფუძეზე
ფეხით დაბრუნების უნიკალური და გულწრფელი აქცია.
ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსულ სამ ქართველ ვაჟკაცს, მოაქვთ
ოთხი საუკუნის წინ გადასახლებულ წინაპართა დედასამშობლოს ხილვის
აუხდენელი ნატვრა და ოცნება.
მსვლელობის (აქციის) მიზნებია: ისტორიულ სამშობლოს უკეთ გაცნობა;
კონტაქტების გაღრმავება; ორმხრივი ურთიერთობების ინტენსიფიკაცია და
მიმოსვლების გახშირება; ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველი
ფერეიდნელი ქართველებისთვის ხელის შეწყობა – დაბრუნების მექანიზმის
შემუშავება/გამარტივება და ამ კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევა

კომენტარები ფეისბუქიდან