„ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება“, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობა „ლელოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
„ახალი პოლიტიკური ძალის შემოსვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება გადავიდეს ახალ პროპორციულ სისტემაზე, პოზიტიურ ნაბიჯად აღიქმება. ზოგადად მნიშვნელოვანია, როგორ ჩაერთვება ეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა პოლიტიკურ დისკუსში და ამ ქვეყნის განვითარებისთვის გამრავალფეროვნებული პოლიტიკური დისკუსი არის პოზიტიური“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.