14 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – უამრავ ადამიანთან გელით შეხვედრა და ყველასთან ნუ ისაუბრებთ საკუთარ საქმეებზე, ზოგს კი უნდა მოერიდოთ. არავინ იცის, ვის რა განზრახვა უდევს გულში.

კურო – სასიამოვნო და სიანტერესო მგზავრობა გელით. მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ და ეცადეთ, იმხიარულოთ.

ტყუპი – შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ახლობლების რჩევები მშვიდად მოისმინეთ. აკონტროლეთ ემოციები, განსაკუთრებით უფროსებთან ურთიერთობისას.

კირჩხიბი – სასიამოვნო ცვლილებები გელით პროფესიონალურ და რომანტიკულ სფეროში. მეგობრებთან ერთად დაგეგმეთ ხვალინდელი დღე.

ლომი – ახლობლებთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ან შეიძლება ძველი ვალი დაიბრუნოთ.

ქალწული 

უამრავი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და ეცადეთ, საკუთარ თავს დაუთმოთ იგი. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

სასწორი – შეხვედრების და საუბრების დღეა. ეს შეიძლება იყოს როგორც პირადი საკითხები, ისე სოციალური თემები. რთულ ადამიანებთან ურთიერთობისას მაქსიმალური დიპლომატია გამოავლინეთ.

მორიელი – საინტერესო ადამიანების გაცნობის და ცვლილებების დღეა. შეიძლება ახალგაცნობილთან ან რომანი გააბათ, ან ახალი საქმე წამოიწყოთ. თამამად გადადგით პირველი ნაბიჯი.

მშვილდოსანი – შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ კონკრეტული ადამიანი ან რაღაცას გიმალავთ, ან ბოლომდე გულწრფელი არაა. მოტყუებული და იმედგაცრუებული რომ არ დარჩეთ, აკონტროლეთ ადამიანები და მოვლენები.

თხის რქა – დღეს გარშემო მყოფებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენთ. იყავით ღიმილიანი და დაუმეგობრდით საჭირო ადამიანებს.

მერწყული – დღეს უნდა დაისვენოთ. უმჯობესია, გამორთოთ ტელეფონი და დღე ქალაქგარეთ მშვიდ გარემოში გაატაროთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თევზები – დღეს დაწყებული საქმე/ჰობი მომავალში მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. ფული მოზომილად ხარჯეთ.

კომენტარები ფეისბუქიდან