რუსთავში “კარფურის” მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით პროექტის მშენებლობაზე ნებართვა უკვე გაცემულია და კომპანია მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დაიწყებს.
ამ დროისთვის ჩვენთვის ცნობილია რომ, სავაჭრო ცენტრი 8000 მ2 განთავსდება, ხოლო ფართობი რომელსაც შპს “რუსთავის მოლი” აითვისებს 16 000 მ2.
ობიექტი ერთასრთულია, მას ექნება მიწისქვეშა პარკინგი სადაც ავტომობილები შარტავას გამზირიდან შევლენ. -1 სართულიდან მომხმარებლები პირველ სართულზე ესკალატორით ავლენ. სავაჭრო ცენტრის სიმაღლე მიწიდან 8 მეტრი იქნება.
ამ ეტაპზე ცნობილოია რომ შენობაში კარფური და რამდენიმე ცნობილი ბრენდი განთავსდება, იქნება კაფე-ბარები და გასართობი სივრცეები.
ეს იქნება ბოლო პერიოდის ერთერთი დიდი ინვესტიცია რუსთავში. კომპანია დაახლოებით 8 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მშენებლობაზე დაახლოებით 100 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი მაღაზიებში დაახლოებით 200 ადამიანი იმუშავებს.
“ბაზრის შესწავლის შედეგად გადაწყვიტეს რომ ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობას რუსთავში პერსპექტივა ექნება. ზოგადად ქალაქი განვითარების გზაზეა, მოიმატა შობადობამ და ასევე ეკონომიური მდგომარეობაც სტაბილურია”, – განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას რუსთავის მერის მოადგილემ ბესიკ ტოგონიძემ.
არსებული ინფორმაციით სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მისი დაწყებიდან სავარაუდოდ 1 წელში უნდა დასრულდეს.
ინფო რუსთავი