პროდუქტების TOP 10, რომელიც 2019 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის ანალიზის შესაბამისად გამოვლინდა 10 პროდუქტი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირდა.

ინფორმაცია „საქსტატის“ ვებგვერდზეა  მოცემული.

პროდუქტების TOP 10, რომელიც 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით გაძვირდა: 

1. საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახადი 68.3%-ით;
2. საზამთრო – 61.4%-ით;
3. ნიორი – 54.9%-ით;
4. ხახვი – 44.3%-ით;
5. ფორთოხალი – 41.9%-ით;
6. მუზეუმის ბილეთი – 32.1%-ით;
7. მსხალი – 32.1%-ით;
8. შაქარი – 31.5%-ით;
9. ბადრიჯანი – 31.4%-ით;
10. ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი – 30.3%-ით;