საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის ანალიზით გამოვლინდა 10 პროდუქტი, რომელიც 2019 წლის აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა.
ინფორმაცია „საქსტატის“ ვებგვერდზე
პროდუქტების TOP 10, რომელიც 2019 წლის აგვისტოში 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით გაიაფდა:
1.მწვანილი – 50,76%-ით;
2.კიტრი – 44,05%-ით;
3.ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი – 21,65%-ით;
4.USB ფლეშბარათი – 21,36%-ით,
5.კაცის სვიტრი – 19,39%-ით;
6. კაცის დათბუნებული ქურთუკი – 15,13%-ით;
7.ქალის ქვედაკაბა – 15, 08%-ით;
8.კივი – 14,72%-ით;
9.კაცის შარვალი – 13,83%-ით;
10.ქალის დემისეზონური ქურთუკი – 13,06%-ით.