ფელისიტი ჰოფმანი ფოტო: Facebook

„ყველაზე დიდ აფიორას“ უწოდებენ, რომლიც კი ოდესმე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აღუკვეთავს.

„სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ფელისიტი ჰოფმანი 14 დღეს ციხეში გაატარებს, – წერს  Hollywood Life. საქმე ეხება ე.წ. კოლეჯის სკანდალს. კერძოდ, მსახიობს ბრალი შვილისთვის კოლეჯში ადგილის მოსაპოვებლად თაღლითური შეთქმულების მოწყობაში ედება.

მსახიობს, ასევე, $30,000 ჯარიმის გადახდა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა.

ჰოფმანმა მანამდე განმარტა, რომ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას სრულად ითავისებდა.

ე.წ. კოლეჯის სკანდალში სულ 50 ადამიანი დაადანაშაულეს ბრალდების მიხედვით, შეძლებული ოჯახები კოლეჯისა და ტესტირების ცენტრის თანამშრომლების მოსყიდვით იყვნენ დაკავებულნი, რათა მათი შვილები ქვეყნის ყველაზე პრესტიჟულ სკოლებში მოხვედრილიყვნენ.

აღმოჩნდა, რომ სქემა 2011 წლიდან მუშაობდა. მედიაში ამ საქმეს უკვე „ყველაზე დიდ აფიორას“ უწოდებენ, რომლიც კი ოდესმე აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს აღუკვეთავს.

კომენტარები ფეისბუქიდან