საქმიანი და წარმატებული: ანუკა სოფრომაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა
-გაეცანით ანუკა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, თქვენი ოჯახი, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ.
-გახლავართ ანუკა სოფრომაძე, პროფესიით ინჟინერი, თუმცა პროფილით არასდროს მიმუშავია, მაქვს უძრავი ქონების სააგენტო, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ვმუშაობ უცხოელებთან და ეს ძალიან საინტერესოა. ვეცნობი მათ კულტურას, შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. ზოგადად მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და ჩემი სამსახური ამის საშუალებას მაძლევს. ყოველდღიურად ვხვდები უამრავ ადამიანს, ძალიან ბევრი სამსახური გამოვიცვალე და მიმაჩნია, რომ ვიპოვე ჩემი საქმე. ეს ის საქმეა, რომლის კეთებაც სიამოვმებას მანიჭებს. ეს არის საქმე რომელიც ძალიან მიყვარს. ოჯახზე კი გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ ასეთი მშობლები რომ მყავს, მინდა თქვენი საშუალებით მადლობა გადაუხადო ჩემს მშობლებს, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გზაზე დავეყენებინე. ალბათ როგორც ყველა შვილი მეც ამაყი ვარ რომ ჩემი მშობლების შვილი ვარ. პირველ რიგში ისინი ჩემი კარგი მეგობრები არიან.
–რამ გადაგაწყეტინათ ჩვენს პროექტში მონაწილეობის მიღება?..
-ზოგადად ძალიან აქტიური ვარ და მხიბლავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილების მიღება და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიღება, ამიტომ თქვენმა პროექტმაც დამაინტერესა. რათქმაუნდა ქალების კლუბსაც შემოვუერთდები და რაშიც შემეძლება მხარს დავუჭერ, როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან საინტერესო პროექტია და მოხარული ვარ, რომ დამიკავშირდით.
-როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..
-რათქმაუნდა ქალბატონებისთვის. ჩვენ ხომ მამაკაცებზე ძლიერები ვართ. საერთოდ ის რომ მამაკაცი ძლიერია ეს მითია და არა რეალობა.. სამწუხაროდ ასეა.
-თქვენი აზრით რატომ ენგრევათ საქმიან და წარმატებულ ქალებს ოჯახები?..
-არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომელიც კომპლექსდება, როცა ქალი წარმატებულია და ამიტომ ურთიერთობაში ჩნდება ბზარი, ბოლოს კი ოჯახები ინგრევა. რათქმაუნდა არსებობს მეორე კატეგორიაც ძლიერი მამაკაცი. რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი მეორე ნახევარი წარმატებული იყოს. ძლიერ და წამრატებულ მამაკაცს წარმატებული მეორე ნახევარი უნდა გვერდით.
-როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?.. გსმენიათ ამ რესტორნის შესახებ?..
-სამწუხაროდ არ მსმენია, ვესტუმრები და შემდეგ აუცილებლად გაგიზიარებთ ჩემს აზრს. რათქმაუნდა წარმატებებს და სტუმრიანობას ვუსურვებ.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ბიზნესლედი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. რჩევას ვერავის მივცემ, უბრალოდ ვეტყვი ყველა ქალბატონს: იმუშავეთ საკუთარ თავზე, ბევრი იშრომეთ, დაისახეთ მიზანი და თქვენ აუცილებლად შეძლებთ მიზნის განხორციელებას. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვისაც შრომა არ გეზარებათ.
შეგახსენებთ, რომ ანუკა სოფრომაძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ანუკას, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ანუკა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.