საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.

„ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი.

როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.

ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ატერორებდნენ ფულის ამოღების მიზნით, დღეს კი, არსებობს ბიზნესის კონტროლის თემა.