ირმა ინაშვილმა მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის წინააღდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
“მოვითხოვე პასუხი აგოს, ერთის მხრივ, ცილისმწამებელმა და ცრუპენტელა მეთიუ ბრაიზამ და მეორეს მხრივ მოძალადე დევიდ კრამერმა”, – თქვა ირმა ინაშვილმა.
საქმე ეხება, 11 სექტემბერს სასტუმრო “რუმსში”, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ერთმანეთს ირმა ინაშვილი და დევიდ კრამერი დაუპირისპირდნენ.
ghn.ge