კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი ეხმიანება საქართველოში მიმდინარე დისკუსიას, ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ისე რომ მე-5 მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდეს და განცხადებას ავრცელებს.
“მე მოვისმინე საქართველოში მიმდინარე სჯა-ბაასი ნატოში გაწევრიანების შესახებ ისე, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს საქართველოს ორ რეგიონზე.
მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვას ახლა აზრი არ აქვს.
მე ვერ ვხედავ ნატოში ინტერესს ამ საკითხის განხილვასთან დაკავშირებით და არც ის მჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტის გათვალისწინებით ამ იდეის განხილვა დროული იყოს.
საქართველოს საელჩო ნატოში, ეფუძნება რა კონკრეტულ და მკაფიო იდეებს, ქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს უფრო მეტ ნატოს საქართველოში და უფრო მეტ საქართველოს ნატოში. ეს არის სწორი მიდგომა, როგორც პოლიტიკურად, ასევე პრაქტიკულადაც.
მალე, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოში იმსჯელებს თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, ასევე საქართველოს დახმარებაზე რეფორმების გაგრძელების საქმეში, რაც მას კიდევ უფრო დაეხმარება წევრობისთვის მომზადებაში”, – წერს ჯეიმს აპატურა ფეისბუქზე.