19 აგვისტოს, ღამის 1 საათსა და 3 წუთზე, საქართველოში, ქალაქ ონიდან 4 კილომეტრში, სოფელ ფსორში 3 მაგნიტუდის მიწისძვფრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სეისმოლოგები არ გამორიცხავენ საქართველოში მიწისძვრის ბიძგების განმეორებას, თუმცა აცხადებენ, რომ დამანგრეველი არ იქნება.