,,იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი უყვარს დასცინიან”-ფინეთის პრეზიდენტი

უკრაინიაში ვიზიტად მყოფმა ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ განაცხადა, რომ მის ქვეყანაში, იმ ადამიანებს, ვისაც რუსეთი უყვარს დასცინიან. ეს განცხადება მან იალტის ევროპული სტრატეგიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

“ჩვენ რუსეთთან ურთიერთობის საკმარისად ხანგრძლივი და რთული გამოცდილება გაგვაჩნია. ფინელები, რომლებსაც რუსეთი უყვარს ძალიან ცოტაა, მათ ძირითადად დასცინიან,” – განაცხადა მან.

ნიინისტემ იმ ჰიბრიდულ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლებიც რუსეთიდან მოდის და განაცხადა, რომ აუცილებელია დროულად იქნას მიღებული მისი საწინააღმდეგო ზომები.