კრიმინალისტებმა მექსიკაში, ხალისკოს შტატში ჭაბურღილში დამარხული 44 ცხედრის იდენტიფიცირება შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს
ქალაქ გვადალახარას მახლობლად ცხედრებით სავსე 119 შავი ტომარა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს, მას შემდეგ რაც ადგილობრივებმა უსიამოვნო სუნი იგრძნეს.
აღმოჩენილი ცხედრების უმრავლესობა დანაწევრებული იყო, რამაც კრიმინალისტებს ცხედრების იდენტიფიცირება გაურთულა. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც გაუჩინარებულ ადამიანებს ეძებს, მექსიკის მთავრობას სპეციალისტების კიდევ ერთი ჯგუფის დამატება სთხოვა.
ხალისკოს შტატი მექსიკელი ნარკოკარტელების დაპირისპირების ერთ-ერთი ეპიცენტრია და, სავარაუდოდ, გარდაცვლილები სწორედ კრიმინალურ დაპირისპირებებს ემსხვერპლნენ.