არნო ხიდირბეგიშვილი: 9 სექტემბერს თბილისში გადმოსროლილი ამერიკული დესანტის მიზანი – ხელისუფლების შეცვლა საქართველოში
დევიდკრამერი, რომელიცსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისმოადგილე ირმა ინაშვილს ლამის მუშტებით მივარდა, ფონდ „სვობოდნაია როსიას“ ერთ-ერთი ლიდერია!
სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობაში საგანგებოდ შექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტით, ბოლოსდაბოლოს მფარველი იპოვა აშშ-ის სახით. საქართველოშიამერიკა, რა თქმა უნდა, ძალიან გავლენიანი, მაგრამ არა ყოვლისშემძლეა – საქართველოსხელისუფლება, როცა მოისურვებს, იღებსგადაწყვეტილებებს ვაშინგტონთან შეუთანხმებლად და ხანდახან – მის საწინააღმდეგოდაც კი. ასე მოხდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოსში ომი დაიწყო კონდოლიზა რაისისგაფრთხილების მიუხედავად (“მფარველმა” მაშინსაქართველო არ დაიცვა); ასე მოხდა, როდესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ დაბლოკა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის ბრიჯიტ ბრინკის დანიშვნა აშშ–ის ელჩად საქართველოში.
ზოგადად კი, საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან კომფორტულია ამერიკის პატრონაჟის ქვეშ ყოფნა: საჭირო არ არის თავის შეწუხება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენით, ინიციატივის გამოჩენით და მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან კომპრომისების ძებნით. გაცილებით ადვილია ინსტრუქციების მორჩილად შესრულება და ამაში „ამერიკული“ ხელფასების მიღება, მით უფრო, რომ საჯარო სამსახურიდან გადადგომის შემდეგაც, გულმოდგინე შემსრულებლებს მაღალანაზღაურებადი დასაქმებით უზრუნველყოფენ – საქართველოში ან ამერიკაში!
თუმცა, საქართველოს აშშ-თან სტაბილური კავშირისა და პარტნიორობის დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს – პოლიტიკა მათემატიკა არ გახლავთ, ამიტომ აშშ არ შეიძლება იყოს კონსტანტა: იცვლებიან ამერიკის პრეზიდენტები, მათთან ერთად – ამერიკის საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტები, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტი, კონგრესი, პენტაგონი, CIA, FBI და აშშ-ის გენერალური პროკურორი ერთმანეთს ეჯიბრებიან და ხშირად პრეზიდენტის ანტაგონისტურ პოლიტიკას ატარებენ. ყოფილისახელმწიფო მოხელეებიც აგრძელებენპოლიტიკურ თამაშს, მაგრამ უკვე ექსპერტ – ანალიტიკოსების, სხვადასხვა არასამთავრობოორგანიზაციის, ფონდებისა და ინსტიტუტებისხელმძღვანელების სახით. ისინი სიტუაციებისმოდელირებას ახდენენ სუსტი დემოკრატიისმქონე ქვეყნებში, იყენებენ „რბილ ძალას“ დაჰიბრიდული ომის სხვა მეთოდებს, ატარებენექსპერიმენტებს ტერიტორიულ, ეკონომიკურ, ეთნიკურ და რელიგიურ პრობლემებზე, ზონდირებენ ხელისუფლების შესაძლოცვლილების ნიადაგს და, საჭიროებისშემთხვევაში, დესანტირებას ახდენენ ადგილზედივერსიულ-სადაზვერვო საქმიანობისგანსახორციელებლად დახურულიკონფერენციების ჩატარების ლეგენდით(რომლებიც დამატებით გამოიყენებაპროპაგანდისტული მიზნებისათვის – მოსახლეობის ზომბირებისთვის). საქართველო მათთვის ასეთი ექსპერიმენტული ლაბორატორიაა, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა 9-10 სექტემბერს თბილისში მეხუთედ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია “ახლა რა?” (Now What?), სადაც მთელი “საქართველოს მეგობრების კლუბი”შეიკრიბა საპატიო თავმჯდომარესთან – მთავარი ”ამერიკელი ქართველის”, აწ გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინის ქვრივთან ერთად.
ამერიკელი სტუმრების პროვოკაციულმა წინადადებებმა და გამომწვევმა ქცევამ არა მხოლოდ ქართველი ხალხი გააოგნა – ბრიუსელმა და ვაშინგტონმაც სასწრაფოდ დაგმეს ისინი, როგორც აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური პოზიციების შეუსაბამო. მაგალითად, ნატო–ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგრასმუსენის წინადადება, რომელიც ქართველებს მოუწოდებდა “ჩიხიდან გამოსვლისკენ” – მოეთხოვათ ნატოს წესდების მე -5 “კოლექტიურითავდაცვის შესახებ” მუხლის გაუვრცელებლობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რათა ” მიეცათ საშუალება, დაეწყოთ ნატოში საქართველოს მიღების პროცედურები“. ოფიციალური პირების – სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის(”საქართველოს ნატოში გაწევრების იდეა მის ორრეგიონზე მეხუთე მუხლის გაუვრცელებლობის შესახებ არ იწვევს ალიანსის ინტერესს, ამსაკითხის განხილვას აზრი არ აქვს! მე ასევე არმჯერა, რომ საერთაშორისო უსაფრთხოებისამჟამინდელ პირობებში ეს იდეა დროულია!”) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ მადლენ მუნის პროტესტის მიუხედავად (“ეს არარის შეთავაზება ნატოსთვის, რათა მის მიხედვით მოხდეს გადაწყვეტილების მიღება!ჩემს პატივისცემას ვერ დაიმსახურებდა ის, ვინცჩამოვიდოდა ჩემს ქვეყანაში და მეტყოდა – დათმეთ შოტლანდია და დაუბრუნეთ ისშოტლანდიელებს! ეს არაფრის მომცემია“), სააკაშვილი – ბოკერიას პარტიებმა მხარი დაუჭირეს ამ წინადადებას, როგორც “ყურადღებით განხილვის ღირსს”, და მის ოპონენტებს, მაშასადამე – აპატურაის, მუნსა და საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას – “რუსი პროპაგანდისტები” უწოდეს. აქაოდა, როგორც რასმუსენმა ბრძანა, “გერმანიაც ასევეჯერ ნატოში გაწევრიანდა შემდეგ კიგაერთიანდა”.
სამწუხაროდ, რუსეთისა და კავკასიის საკითხებით დაკავებული ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გონებრივი არასრულფასოვნება და გაუნათლებლობა პირდაპირპროპორციულია განუკურნებელი რუსოფობიით დაავადებული მათი ქართველი კოლეგების ჩვეულებრივი ღალატისა და გამყიდველობისა! ამიტომ, უპატრონო საქართველოს საბოლოოდ დაბნეული მოქალაქეებისთვის განვმარტავ:
1. ნატოს წესდების მე -5 მუხლისექსკლუზიურად საქართველოსთვის შეჩერებაარის ბლეფი – ისეთივე, როგორც, მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის შეჩერებათბილისის ორ რაიონში – ვაკესა დასაბურთალოზე! მაგრამ თუ სასწაული მოხდა დანატოს წევრი ქვეყნები ამას ოდესმედათანხმდებიან, მაშინ მათ ასევე უნდაშეცვალონ ნატოს წესდების მე -6 მუხლიც, რომელიც განმარტავს – ვისზე ვრცელდება მე -5 მუხლით გარანტირებული კოლექტიურითავდაცვა. ვინ შეცვლის ნატოს წესდების ორ მუხლს ალიანსში საქართველოს შესვლისგან მიღებული საეჭვო დივიდენდების გულისთვის?! საქართველოსთვის MAP– ს მოპოვების ერთადერთი ვარიანტია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, რადგან სამხედრო ბლოკის წესდება კრძალავს ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყნის ალიანსში მიღებას.
2. ნატოს წევრობა საქართველოსთვის გამორიცხულია კიდევ იმის გამო, რომ ნატორუსეთის სამხრეთ საზღვრებთან იგივე როდია, რაც ნატო – მის დასავლეთ საზღვრებთან. საქართველოს იქით მდებარეობს რუსეთისსტრატეგიული ინტერესების ზონა – სომხეთი, კასპიის ზღვა, ირანი, ჩინური მიმართულება„ერთი სარტყელი და ერთი გზა“, ამიტომ რუსეთიმის მიმართ მტრულად განწყობილ სამხედრო ბლოკს არ მისცემს საშუალებას მათზე წვდომა გადაუკეტოს. ბალტიისპირეთის ქვეყნების უკან კი მხოლოდ ევროპაა! ამას ვამბობ იმ ქართველი პოლიტიკოსთა გასაგონად, ვინც აცხადებს, აქაოდა ”ნატო რუსეთთან საზღვრებზე – მისთვის არათუ საფრთხეს არ წარმოადგენს, არამედ სარგებელიცაა ძლიერი სამეზობლოსგან! რუსეთიხომ ჩინებულად ეგუება ნატო-ს თავისსაზღვრებზე – ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში! მაშ, რატომ არ შეიძლება იგივე საქართველოსთვისაც?!“ . სწორედ ასე მსჯელობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე …
3. გერმანიის მაგალითით ოპერირებააფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელსახელმწიფოებად აღიარების ტოლფასია, რადგან გფრ-იცა და გდრ-იც გაერთიანებამდემთელი მსოფლიოს მიერ აღიარებულ იყო ორდამოუკიდებელ სახელმწიფოდ! გერმანიისმაგალითის მოყვანა უადგილოა კიდევ იმიტომ, რომ იქ ორად გაიყო ერთი ერი – გერმანელი, რომელიც თავისი ნებით გაერთოანდა, ხოლოაფხაზები და ოსები თავს ქართველებად ართვლიან და არც მათთან გაერთიანება სურთ! უფრო მეტიც, გერმანიის მაგალითის მოყვანა საშიშია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ოსი ერის ორად – ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსებად – გაყოფის ასოციაცია, რომლებიც გაერთიანებას ითხოვენ “გერმანიის მსგავსად“ (რა თქმა უნდა, არა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ!). სწორედ ეს არის “საქართველოს მეგობრებისკლუბის” საბოლოო მიზანი, რომელიც 9 სექტემბერს თბილისში მოიწვიეს კონფერენციაშიმონაწილეობის საბაბით, კერძოდ კი: გადაეცეს რუსეთს საქართველოს სეპარატისტულირეგიონები – აფხაზეთი შეურთდეს კრასნოდარისმხარეს, ხოლო სამხრეთ ოსეთი – ჩრდილოეთს, რათა მოეხსნას მთავარი დაბრკოლება ნატოში საქართველოს მისაღებად! ამისთვი კი აუცილებელია „ნამოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში.
თავად განსაჯეთ: რამ განაპირობა საქართველოში მე -5 კონფერენციის – “რა იქნება შემდეგ“ ჩატარება? რა აუცილებლობას წარმოადგენდა ფართო დისკუსიის ჩატარება “როგორ ვებრძოლოთ შემდგომ რუსულსაფრთხეს?” საქართველოში, რომელიც ჯერ კიდევ არ მომჯობინებულა გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებული პროვოკაციისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგებისგან, განზრახ რომ ეწოდა “გარილოვისღამე”? (თუმცა მართლმადიდებლობისსაპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეიგავრილოვი 20-დან 21 ივნისის ღამეს თბილისში არ იმყოფებოდა – იგი ჯერ კიდევ ნაშუადღევსდატოვა საქართველო, პლენარული სესიისვადამდე დახურვისთანავე). ვეთანხმები – რუსეთიმთავარ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის: ეკონომიკურს – თუ უარსიტყვის ქართულ ექსპორტზე და აუკრძალავს რუსტურისტებს საქართველოში ჩამოსვლას; სამხედროს, თუ ჯარს შემოიყვანსსაქართველოში, ან უარს იტყვის ყარსისხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე დაჯარს აჭარაში თურქეთი შეიყვანს. მაგრამ რუსეთიამ ყველაფერს გააკეთებს მხოლოდ ნატოს ანაშშ-ის სახმელეთო ან საზღვაო სამხედრო ბაზისსაქართველოში განლაგების საპასუხოდ! ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მთავარისაფრთხეა არა რუსეთი, არამედ ნატო და აშშ, და”რუსული საფრთხის” წინააღმდეგ ბრძოლისერთადერთი გზა – საქართველოში ”მეტი ნატოს” შემოღებისა და აშშ-ის სამხედრო ბაზებისსავარაუდო განთავსების შეწყვეტაა! (საბრძოლო წვრთნების სათამაშოდ სავსებით საკმარისია ამჟამად მოქმედი ნატოსა და აშშ–ის ორიერთობლივი სასწავლო ცენტრი).
შაშინ რა მიზნით შეკრიბეს კონფერენციის ორგანიზატორებმა – მაკკეინის ინსტიტუტმა(არიზონას უნივერსიტეტი, აშშ) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRS, საქართველო, აღმასრულებელი დირექტორი – ნინო ევგენიძე) – სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ის ჭერქვეშ (ყოფილი გამომცემლობა „სამშობლო“)უპრეცედენტოდ შთამბეჭდავი ანტირუსული დესანტი? კერძოდ:
• დევიდ კრამერი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის საკითხებში, „Freedom House“-ის ყოფილი დირექტორი, ამჟამად ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი და ამერიკული ფონდის „სვობოდნაია როსიას“ («Свободная Россия»)დირექტორთა საბჭოს წევრი (ფონდის თბილისისფილიალი ეგორკუროპტევისხელმძღვანელობით,არის პარლამენტისსხდომათადარბაზიდან, შეურაცხყოფითა დამუშტებით, გავრილოვისდელეგაციისგანდევნის და პარლამენტისშენობის ხელშიჩაგდების მცდელობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი). საგულისხმოა, რომ კონფერენციის მეორე დღეს, 10 სექტემბერს, დევიდკრამერმა, ასევე – შეურაცხყოფითა და მუშტებით, შეუტია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საპარლამენტო ფრაქცია “პატრიოტთაალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილს და ისტერიული შეძახილებით აიძულა იგი „Rooms Hotel Tbilisi“-ს საკონფერენციო დარბაზი დაეტოვებინა;
• ფილიპ რიკერი – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობების შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში;
• ლორა კუპერი – აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში;
• ანდერს ფოგრასმუსენი – ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, ამჟამად – ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სახალხო დიპლომატიის საკითხებში; • ბენ ჰოჯესი – ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილი მეთაური, გადამდგარი გენერალი; • დენიელ ფრიდი – სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, პოლონეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი; • მეთიუ ბრაიზა – აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში, რომლის საქმიანობამ ოფიციალური ბაქოს უკმაყოფილება გამოიწვია და არასრულ ერთ წელიწადში იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა დიპლომატიური სამსახური, რადგან აშშ-ის სენატმა უარი თქვა მისი დანიშვნის დადასტურებაზე; აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, დაკავებული იყო კონფლიქტებით მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამჟამად – ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი, ესტონეთის თავდაცვითი კვლევების ცენტრის დირექტორი; • ჯონ ტეფტი – აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთსა და ლიტვაში; • სინდი მაკკეინი – მაკკეინის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე, სენატორ ჯონ მაკკეინის ქვრივი; • კურტ უოლკერი – მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში; • ლინას ლინკიავიჩუსი – ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი; • ვალდის ზატლერი- ლატვიის ყოფილი პრეზიდენტი.
და რატომ დასჭირდათ კონფერენციის „არცთუ ხელმოკლე“ ორგანიზატორებს – მაკკეინისინსტიტუტსა და ეკონომიკური პოლიტიკისკვლევის ქართული ცენტრს (EPRS), რომლის ამჟამინდელ სპონსორებს შორის არიან: შვედური საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო “SIDA” 2 მილიონ300 ათასი აშშ დოლარის გრანტით, ევროკავშირი, 635 ათასი 414 ევროს გრანტით, სოროსის ფონდი, აშშ–ის საელჩოსაქართველოში, „OSIF“ და სხვა ორგანიზაციების- „მომხრეებისა და პარტნიორების“ – დამატებითიდახმარება, როგორც ეს მითითებულია EPRS-ის ვებვერდზე? კერძოდ:
საქართველოში აშშ-ის საელჩოსი;
საქართველოში ბრიტანეთის საელჩოსი;
ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების;
სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება“;
სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ს;
საქართველოს ბანკის;
TBC ბანკის (რომელიც 17 მილიონი დოლარის”გათეთრების” ბრალდებით, გენპროკურატურის გამოძიების ქვეშ მყოფ მამუკა ხაზარაძესეკუთვნის, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ „ანაკლიისგანვითარების კონსორციუმის“თანადამფუძნებელსა და ხელმძღვანელს. გასულკვირას, ანაკლიის პლაჟზე, სადაც დიდი ხნის წინ უნდა აშენებულიყო პორტი, “TBC group”-ს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, ხაზარაძემ წარადგინა ახალიპარტია “ლელო”, რომელიც მისივე განცხადებით, ივანიშვილის ერთპიროვნული ხელისუფლების დასამხობად შექმნა).
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად წელიწადნახევრით უკან დავიხიოთ: 2018 წლის 8 თებერვალს, თბილისში, იმავე სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ში, გაიმართა სტრატეგიული კვლევების ამერიკული ინსტიტუტის ”The Heritage Foundation” – მოხსენების პრეზენტაცია -”ნატოსწევრობა საქართველოსთვის”: აშშ-ისა დაევროპის ინტერესებში” (NATO Membership for Georgia: In U.S. and European Interest), რომლის ავტორიც არის დუგლას და სარა ელისონების სახელობის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
ლუკ კოფი (Luke Coffey). მოხსენებაში მოიცავდა 14 რეკომენდაციას, რომელთაგან მე-5 გულისხმობს “საქართველოს სწრაფ წევრობასნატოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისგარეშე”, რომლებზეც, ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე -6 და მე -5 მუხლები კოლექტიური თავდაცვის შესახებ, არ უნდა გავრცელდეს: ”10 წელია მესმის საქართველოსნატო-სკენ