სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების 15 მშობელი კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვს.

იუსტიციის სახლში კლინიკა “ნიუ ლაიფ ჯორჯიას” დამფუძნებელმა, მარიამ კუკუნაშვილმა და მისი კლინიკის პაციენტებმა ბუშტები,  წარწერით – “თეა გადადექი” გაუშვეს.

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების 15 მშობელი, სხვადასხვა ქვეყნებიდან, იუსტიციის სახლში კვლავ შვილების დაბადების მოწმობების მიღებას ითხოვს. როგორც მარიამ კუკუნაშვილმა “მეტრონომს” უთხრა, თუ მისი კლინიკის პაციენტები საბუთს დღესაც ვერ მიიღებენ, ის, მშობლებთან ერთად, ღამეს იუსტიციის სახლში გაათევს.

მისივე თქმით, საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი ოფისი და ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა საქმის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.

კომენტარები ფეისბუქიდან