23 – 27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ მომავალი დღეების ამინდის პროგნოზი გამოაქვეყნა.

“23 – 27 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33, შავი ზღვის სანაპირო რაინებში კი +29, +31 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

ქ. თბილისში შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსია მოსალოდნელი”- ნათქვამია გარეოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.