ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მოსკოვში მიიწვია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიიწვია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აფსნი-პრესი“ წერს.

წერილობით მოწვევაში, რომელიც ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას გაუგზავნა, ნათქვამია, რომ ღონისძიება 2020 წლის 9 მაისს მოსკოვში გაიმართება.

„ჩვენი ისტორიის ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას, ჩვენ ქედს ვიხრით ნაციზმის წინააღმდეგ ჩვენი მებრძოლების ნათელი მოგონების წინაშე. რუსეთში არასდროს დაივიწყებენ იმ დიდ მსხვერპლს, რომელიც მოძმე აფხაზეთმა ამ დიად გამარჯვებაში გაიღო. მნიშვნელოვანია, რომ მეგობრობის და ურთიერთდახმარების ტრადიცია, რომელიც მამებმა და ბაბუებმა დაგვიტოვეს, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველია“,- ნათქვამია მოწვევის ტექსტში.  

კომენტარები ფეისბუქიდან