“შოკისმომგვრელი ინფორმაცია” სამთავრობო კულუარებიდან გახდა ცნობილი

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და ანაკლიის პორტის ინვესტორებს შორის შემდგარი “პესიმისტური საუბრის” შესახებ ინფორმაციას მანამდე ფლობდა, ვიდრე ამაზე “ლელოს” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ისაუბრებდა.

როგორც დეპუტატი ამბობს, “შოკისმომგვრელი ინფორმაცია” სამთავრობო კულუარებიდან გახდა ცნობილი, თუმცა გოგიჩაიშვილი პირველწყაროს არ ასახელებს.

“სამთავრობო კულუარებიდან გამოვიდა ინფორმაცია, რომ ძალიან პესიმისტური საუბარი ჰქონდა მაია ცქიტიშვილს პოტენციურ ინვესტორებთან: ფაქტობრივად, ცდილობდა, ამ ადამიანებს ხელი აეღოთ საქართველოში ინვესტიციებზე. ეს ამბავი ჩვენ ვიცოდით იმ პერიოდიდან – სანამ მამუკა ხაზარაძე იტყოდა. აბსოლუტურად ყველა შოკში იყო. ასეთი საუბარი ინვესტორთან, მიუხედავად იმისა, მოგწონს თუ არა ვინმე, კონკურენტია შენი, თუ არა… ეს ხომ საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი?! ასეთი ტონით ინვესტორთან საუბარი ნიშნავდა, რომ უნდოდა, ჩაეშალა ნებისმიერი მოლაპარაკება”,– განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები ფეისბუქიდან