მახსენდება 2008 წლის რეზოლუცია,თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს იმ დადგენილების პროექტზე საუბრისას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა და რომელიც ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაზაციას ეხება მიმართა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა.

„რაც შეეხება თქვენს რეზოლუციებს და თქვენს დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებს, ამ ცეკვებში ვერ აგყვებით, იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, რომ თქვენ რაღაცნაირად საზოგადოება ან მოატყუოთ ჩვენთან დაკავშირებით – წარმოდგენებთან და კურსთან მიმართებით, ან საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ პროდასავლურად იქცევით. მაშინ, როდესაც რეზოლუციას ახსენებთ, მახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, მახსენდება თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები. სიტყვა არის ერთი და სიტყვას თუ საქმე არ დაემთხვა, ამ შემთხვევაში პროდასავლურობაზე ასე თამამად აღარ უნდა ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები ფეისბუქიდან