ტრაგედია ზესტაფონში: ფანჯრიდან შესულებს სახლში დედა და 2 შვილი გარდაცვლილი დახვდათ

ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი, (2 წლის და 4 წლის) დაიღუპა.

როგორც ჩანს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ოჯახის ახლობლებმა დაღუპულები მოგვიანებით იპოვეს. ახლობლები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და ტრაგედიის თვითმხილველები გახდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 40​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები ფეისბუქიდან