ბესლანის სკოლაზე შტურმის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლის ანდრეი ილარიონოვის თქით, ბესლანის სკოლაზე შტურმის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, რადგან შეეშინდა, რომ ბავშვებს ჩეჩნეთის ლიდერი ასლან მასხადოვი დაიხსნიდა.

„მასხადოვი თავდაპირველად დერეფანს ითხოვდა ბესლანში შესასვლელ-გამოსასვლელად, შემდეგში კი მხოლოდ შესვლას და მზად იყო, რომ ბავშვების დახსნის შემდეგ ან რუსი ძალოვანების ხელში ჩავარდნილიყო ან თავი აეწირა. ამაზეც უარი უთხრეს. შემდეგ მასხადოვმა განაცხადა, რომ ის ყველა შემთხვევაში დაიხსნიდა ბავშვებს, როგორც კი ეს ინფორმაცია მოვიდა რამდენიმე საათში ფედერალურმა ჯარებმა ბესლანის შტურმი დაიწყეს. შეეშინდათ, რომ მასხადოვი მოვიდოდა და ადამიანებს გადაარჩენდა.“- განაცხადა ილარიონოვმა.

კომენტარები ფეისბუქიდან