„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:
„მთელი თბილისი ლაპარაკობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სოლიდური ქრთამის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ პატიმარს შეიწყალებენ და ციხიდან გამოუშვებენ !!! გეკითხებით – ის ვინც ეს უზნეო დედაკაცი პრეზიდენტად აირჩია -პასუხისმგებლობას არ გრძნობთ ??? ვერ ხედავთ რომ სასწაულ სიმახინჯეებს ჩადის სამარცხვინო პრეზიდენტი ??? ის ფაქტები რაც სალომე ზურაბიშვილმა იკადრა პატიმრების შეწყალების ნაწილში,სრული საფუძველია მისი პასუხისგებაში მისაცემად და იმპიჩმენტისთვის !!!“
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. მანამდე, ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული შეიწყალა.