სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში ათამ­დე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი აქვს გა­დახ­დი­ლი

უა­მინ­დო­ბამ კა­ხეთ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლი­ერ­მა ქარ­მა, სე­ტყვამ და წვი­მამ გურ­ჯა­ა­ნი­სა და ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი და­ა­ზა­რა­ლა. გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ვე­ლის­ცი­ხე­ში ათამ­დე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი აქვს გა­დახ­დი­ლი,ასე­ვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ბო­ძე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს შუქი არ მი­ე­წო­დე­ბა.

არ­ჩილ ხან­და­მაშ­ვი­ლის­ვე თქმით, და­ი­სე­ტყვა სო­ფე­ლი ვა­ზი­სუ­ბა­ნი,თუმ­ცა ზა­რა­ლის შე­სა­ხებ ამ ეტაპ­ზე ზუს­ტი მო­ნა­ცე­მი უც­ნო­ბია.

რაც შე­ე­ხე­ბა ყვარ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, ქა­რის შე­დე­გად მო­ტე­ხი­ლი ხე სო­ფელ სა­ნა­ვარ­დოს სა­ბავ­შვო ბა­ღის ჭიშ­კარს და­ე­ცა და და­ა­ზი­ა­ნა.