ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, დიალოგი ოსებთან, დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის დასაძრავად.

პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში საქართველოს და ნატოს ურთიერთობებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  საქართველოს ნატო-ში არ მიიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც – მათ გარეშე.

„ყველას გვესმის, რომ დღეს არანაირად ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც – მათ გარეშე და უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში. გავიგოთ, რომ ეს ყველაფერი მორიგი სატყუარაა, ჩვენ ეს ე.წ დებატები და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება და გატარებაა და არა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკები, არა ბაზები, არა რაიმე სახის საერთაშორისო ცდები.

ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, დიალოგი ოსებთან, დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის დასაძრავად. თავად ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა გააკეთოს სწორი დასკვნა და ის ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს“, – აცხადებს ადა მარშანია
hotnevs