იტალიაში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ტ.ბ დააკავეს

იტალიაში საქართველოს 41 წლის მოქალაქე ტ.ბ დააკავეს, რომელიც მკვლელობისთვის 3 წლის განმავლობაში იძებნებოდა. მისი დაკავება მარკონის აეროპორტში მოხდა, მას შემდეგ რაც ის შესაბამის ბაზაში არსებული მონაცემებით ამოიცნეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით მასზე ძებნა 2015 წლიდან რუსეთს აქვს გამოცხადებული და დასუწრებლად 15 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. როგორც იტალიური მედია წერს 41 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია, სასამართლო უახლოეს მომავალში მის რუსეთში ექსტრადირების საკითხს განიხილავს