საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. განცხადება ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გაახმოვანა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულების შეწყალებას საზოგადოება აპროტესტებს და ზურაბიშვილის იმოპიჩმენტს ითხოვს.
„ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა” – აღნიშნა პრეზიდენტმა
